გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის ციხეზე DMO–ს დაფუძნების ცერემონია გაიმართა

16-11-2018

სამცხე–ჯავხეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი მხარეში ტურიზმის განვითარებაა.

 

დაფუძნების ცერემონია „ახალციხის ციხის“ ციტადელზე გაიმართა და მას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„ამ რეგიონში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. აპრილში სამცხე–ჯავახეთში ბევრ ადგილს ვესტუმრე და დავრწმუნდი, რომ ამ მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ერთ–ერთი წამყვანი ტურისტული ადგილი საქართველოში. თქვენი ერთობლივი ძალისხმევა გაზრდის ადგილობრივ ბიზნესს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაძლიერდება ადგილობრივი თემი“, – ამბობს აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

 

DMO-ს მიზანი მხარეში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების და პრიორიტეტების დადგენაა. ასევე, ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს სამცხე–ჯავახეთში ეკონომიკურ ზრდას და დასაქმების ხელშეწყობასაც. გარდა ამისა, DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის მდგომარეობის ანალიზს და ახალ მიდგომებს დანერგავს.

 

„ეს არის ერთიანი ცენტრი ტურიზმის მიმართულებით, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული. ჩვენს მიერ მოწვეული იქნებიან სპეციალისტები და შეისწავლიან იმ ობიექტებს, სადაც შეიძლება, რომ ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელშეწყობით, ასევე მოეწყობა საერთაშორისო გამოფენებზე სამცხე–ჯავახეთს წარმოადგენენ“, – ამბობ სამცხე–ჯავახეთი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

 

რეგიონული ტურიზმის მართვის ორგანიზაცია, ე.წ. DMO (Destination Management Organization) არა ერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი ტურისტული რესურსების გამოყენების უკეთ დაგეგმვისთვის, ასევე, სოციალური პარტნიორობის ეფექტურობისთვის.

 

DMO საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა.


sknews.ge