გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა  

16-11-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთში, სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.

 

ინოვაციების ცენტრი სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, რომელიც  „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „რუხის სავაჭრო ცენტრს“ ინოვაციების ცენტრის  გახსნა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს. დეფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა.

 

რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით  ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. 


,,მნიშვნელოვანია, რომ პირობით საზღვართან ასე ახლოს გაიხსნა ინოვაციების ცენტრი და იმისათვის, რომ  უზრუნველვყოთ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური ჩართვა ინოვაციურ ეკოსისტემაში,  რუხის ინოვაციების ცენტრში განხორციელებული ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ითარგმნება აფხაზურ ენაზე; შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ აფზახეთიდანაც დარეგისტრირდნენ სხვადასხვა პროგრამაზე,’’ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ.


რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.


2016 წელს ინოვაციების ცენტრები გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტსა და ბაღდათში. უახლოეს მომავალში კი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება  ახმეტაში.

ნოემბრის ბოლოს ტექნოპარკი უკვე თელავში, მომავალ წელს კი   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში გაიხსნება.