გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გოგა ხაინდრავა: ანწუხელიძე იმის გულისთვის აწამეს, რომ გამოიქცნენ ეს კურდღლები, გოგავები, ყურაშვილები, მერაბიშვილები და ჯანდაბაშვილები. რა ხუთდღიანი ომი, მე მასწავლიან?! დღე-ნახევარში კაცი აღარ იყო, მიატოვეს იქ სამხედროების ჯგუფები

4-04-2025

ანწუხელიძეს როგორ ახსენებს ან გოგავა ან სააკაშვილი, სააკაშვილი იძახის მე დამიცვაო, ჩემი სახელი არ ახსენაო და იმის გულისთვის აწამესო. ანწუხელიძე იმის გულისთვის აწამეს, რომ გამოიქცნენ ეს კურდღლები, გოგავები, ყურაშვილები, მერაბიშვილები და ჯანდაბაშვილები. რა ხუთდღიანი ომი, მე მასწავლიან?! დღე-ნახევარში კაცი აღარ იყო, მიატოვეს იქ სამხედროების ჯგუფები, ანწუხელიძე სადაც იყო, ერაყიდან ჩამოსული ოცეული, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ჟურნალისტთა ფედერაციის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ქართულმა ჯარმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა და უდიდესი გმირობა გამოიჩინეს ჯარისკაცებმა, რომლებიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ასამბლეაზე დამნაშავეებად გამოიყვანა.


„წარმოუდგენელი რამე გააკეთეს ქართველმა მეომრებმა, არმია შემოდიოდა, 58-ე არმია და საერთოდ წესია, როდესაც არმია შემოდის მისი ხელმძღვანელი შუაში მოდის, წინ მოდიან ტანკები და ა.შ, ხრულოვი 58-ე არმიის წევრი 20 კაცმა, რომელიც მიტოვებული ჰყავდათ, იმიტომ, რომ ტელეფონების კავშირებიც აღარ ჰქონდათ, დაინახეს ეს შემომავალი კოლონა და ბრძოლა გაუმართეს და დაჭრეს. ხრულოვი! ოცმა კაცმა! აი ეს არის გმირობა, ეს არის ქართველი ჯარისკაცები! და ეს ნაძირალები ჩავიდნენ საპარლამენტო ასამბლეაზე და ქართველ ჯარს დააბრალეს და ქართველებს დააბრალეს კასეტური ბომბების გამოყენება, ომის დაწყება. ამათთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.