გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა

5-04-2025

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეული დასრულდა. კადეტებს, პროგრამის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, აკადემიის გენერალური შტაბის უფროსმა - პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მიულოცა. გამოვლენილი ინტერესისა და აქტიურობის გამო, პოლკოვნიკმა კადეტებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


ღონისძიება, საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.


საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თხუთმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, თორმეტი უცხოური სასწავლებლის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. კვირის განმავლობაში მონაწილეებს, სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. პროგრამა მრავალფეროვანი პრეზენტაციებით, სპორტული შეჯიბრებებითა და ექსკურსიებით იყო დატვირთული.