გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

6-04-2025

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საპილოტე პროგრამა „სამხედრო საქმე“ ისწავლება. ამჯერად საარტილერიო ბრიგადაში ქუთაისის მე-15 და 26-ე, ასევე ონის, ცაგერის, ლენტეხის N1 და ამბროლაურის N1 საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები და „სამხედრო საქმის“ პედაგოგები იმყოფებოდნენ.


ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების დასასრულს უფროსკლასელებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.


თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.