გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შალვა პაპუაშვილი: სენატორი შაჰინის ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით

7-04-2025

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა“.


პაპუაშვილის თქმით, სენატორი შაჰინის ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით.


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.


ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.


სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.