გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროპარლამენტარი მონიკა ჰოლმაიერი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა

8-04-2025

ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.


„ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ წევრი ამბობს, რომ ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ლობისტური მოღვაწეობისთვის იღებდა გრანტებს. ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის უზენაესობის პრინციპიც კი დაარღვიეს.


„ჩვენ ვნახეთ, რომ მხარს ვუჭერდით ადგილობრივ პროტესტებს, რომელთა ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა“, - აღნიშნა მან.


ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2021 - 2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.