გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარტში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 462 სამართალდარღვევა გამოავლინეს

8-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 462 ფაქტი გამოავლინეს.


ყველაზე მეტი, 217 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 95 - ქუთაისში, 85 - ბათუმში, 65 კი, ქალაქ რუსთავში.  


462 სამართალდარღვევიდან 398 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 64 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.


აღსანიშნავია ისიც, რომ 267 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 171 - მიკროავტობუსის, 24 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.  


აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ სამ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1147 სამართალდარღვევა  გამოავლინეს.

 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.


პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.