8-04-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მაია ომიაძემ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე.
კერძო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ტურიზმის სფერო მიმდინარე რეგულაციებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამით და იმ მარკეტინგული კამპანიებით, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე ატარებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა გამოწვევების მოგვარების მიზნით კერძო სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება.