გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბუტა რობაქიძის დედა ახალგაზრდებს: გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან

8-04-2025

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.


ია მეტრეველის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მხოლოდ ამ ქუჩაზე სააკაშვილის რეჟიმმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


„იმ პატარა ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩა, რომელიც უნივერსიტეტთან მდებარეობს ახლოს, აი ამ ქუჩაზე გაისტუმრეს და მოკლეს სასტიკად: ბუტა, სანდრო და ზურა კვინტრაძე, რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებშეკრული შემოაგდეს ვითომ დენმა დაარტყა, გამოგვიცხადეს. რასაც გადაჰყვა მამა, რომელიც მივიდა მორგში ამოსაცნობად და მეორე დღეს გარდაიცვალა, ტრაგედიას ვერ გაუძლო. 4 ადამიანი მარტო ამ პატარა ქუჩაზე შეიწირეს. აი ვინ იყვნენ საშინელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა და მათი მეთოდები, რას წარმოადგენდა იმ დროინდელი ხელისუფლება.


ია მეტრეველი მიმართავს დღევანდელ ახალგაზრდებს, რომ მათი ოჯახის მსგავსად გაუბედურებული ოჯახი იყო ძალიან ბევრი და მათი მსგავსი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც მათსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში.


„ამ ბავშვებს მინდა მივმართო, რომ, შვილებო, თქვენ თუ არ იცით და არ იცოდით რა ხდებოდა ახლა მაინც შეხედეთ რაღაცას, თქვენ ხართ გზააბნეული გიწოდოთ, თუ რა გითხრათ ეგეც არ ვიცი, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში და აბრალებდნენ ბანდიტობას და ათას რამეს. 162 ადამიანია დახვრეტილი თუ არ მეშლება, ბევრმა მათგანმა ამოიღო ხმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ, რადგან მათ სხვა შვილებიც ჰყავდათ და დიდი ზეწოლა და დაშინება მიდიოდა ამ ოჯახებზე და სავარაუდოდ მერე ამიტომ გაჩუმდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ 162 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ მოკლული“,- განაცხადა ია მეტრეველმა.