8-04-2025
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მარმარას უნივერსიტეტს ეწვია. სამუშაო შეხვედრების მთავარ თემებს წარმოადგენდა ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
თურქ კოლეგებთან შეხვედრებზე, ასევე, განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზების შესაძლებლობები.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო გააძლიერონ ურთიერთობები და ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.
მარმარას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა თურქეთში, რომელიც 1883 წელს დაარსდა და დღეს 85,000 სტუდენტსა და 3,500 პროფესორს აერთიანებს.