გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რობაქიძის მკვლელობის თვითმხილველი: პირველი, ვინც ძალიან სწრაფად მოვიდა, იყო საპატრულოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მანქანა, რომელსაც მანქანაში უზის გურამ დონაძე. [გვეუბნებიან] „მაჩვენეთ კამერა“ - ეს კასეტა მას შემდეგ არასდროს არავის უნახავს

8-04-2025

ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. წამის მეასედებში მოდის ოცეულის მეთაური, ათეულის მეთაური, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი ადამიანი მოგროვდა დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში გასროლიდან, - განაცხადა ბუტა რობაქიძის მკვლელობის თვითმხილველმა გოჩა მუკბანიანმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება.


მუკბანიანი ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულოს უფროსი ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე მივიდნენ, მათ დაიწყეს შემთხვევის ნამდვილი ამბის გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერება.


მისი თქმით, ნეიტრალური კადრიდან ისმის ერთი გასროლის ხმა, მაგრამ გასროლის კადრი, რომ ვიღაცა-ვიღაცას ესვრის ვიზუალურად და თვალსაჩინოდ პირველად კადრში არ ჩანდა.


„პირველი, ვინც ძალიან სწრაფად მოვიდა, იყო მაშინდელი თბილისის საპატრულოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მანქანა, რომელსაც მანქანაში უზის გურამ დონაძე და გვეძახიან პატრულის მეშვეობით, რომ „გურამ დონაძე გეძახით“, გზის საპირისპირო მხარეს არის გაჩერებული მანქანა, ბნელა, გვიანი ღამე არის, თუ სწორად მახსოვს 12-ს გადაცდენილია. ჩვენ ქვემდებარეები ვიყავით დონაძის სამსახურის და შესაბამისად, მე და ვაწაძე გადავედით, ჩავსხედით მანქანაში, უკანა სავარძლებში და რა მოხდას არ გვეკითხება არავინ - [გვეუბნებიან] „მაჩვენეთ კამერა“. კამერას ე.წ. შლეიფი აქვს გადმოსაწევი და დაიწყეს ვაწაძის პირველადი გადაღებული შემთხვევის ნამდვილი ამბის დათვალიერება. უკანა სავარძლებიდან კიდევ უკეთესად ჩანდა იმიტომ, რომ მიქაძე და დონაძე წინიდან უყურებდნენ და ჩვენ უკნიდან. ამ ამბის ზოგადი კადრი ჩანს, რომ იქ კამათია, დაკავების პროცესი მიდის და ნეიტრალური კადრიდან ისმის ერთი გასროლის ხმა, მაგრამ ეს გასროლის კადრი, რომ ვიღაც ვიღაცას ესვრის, ეს კადრი ვიზუალურად და თვალსაჩინოდ პირველად კადრში არ ჩანდა. ხუთჯერ მაინც გადაახვიეს, შეამოწმეს და მე და ვაწაძეს გვითხრეს, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით მანქანაში. იმის თქმა, რომ „თქვენ მანქანაში დარჩით“, ვიცოდით რას ნიშნავდა. მიქაძე და დონაძე გადავიდნენ მანქანიდან. დონაძემ კასეტა ამოიღო და ეს კასეტა მას შემდეგ არავის არასდროს უნახავს. დონაძემ დაიტოვა ეს კასეტა“, - განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.