8-04-2025
ვიგებ, რომ ჩემი შვილი, ჩემი ბიჭი მომიყვანეს ციხეში. ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს, ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, პოლიტიკური პარტია „ქართული პარტიის“ იმდროინდელმა წევრმა, ლერი ბერიტაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი გასეირნების დროს უთხრეს, რომ ის საკანში უნდა დარჩენილიყო, რისი მიზეზიც, როგორც შემდეგ გაირკვა იყო ბერიტაშვილის მიერ საკუთარი შვილის წამების ყურება.
„პრაგულკაზე“ გაიყვანეს მთელი კამერა. არ ვიყენებდით ხოლმე გასეირნებას, იმიტომ, რომ დილით თანამშრომლების სმენა რომ იცვლებოდა, თუ გასეირნებაზე გახვიდოდი, სწყინდათ, სმენას თავის დროზე ვერ აბარებდნენ და მერე გვირტყამდნენ, გვიჩეჩავდნენ [ნივთებს] და მთელი დღე დალაგებას ვუნდებოდით და ამიტომ არ გავდიოდით.
რატომღაც მე მითხრეს, რომ უნდა დავრჩე კამერაში, მერე მივხვდი, რატომ უნდა დავრჩენილიყავი, რომ ჩემი შვილის წამებისთვის მეყურებინა ეზოში.
მიმახვედრეს იმით, რომ ჩემი შვილი დედის გვარზეა და [გავიგე] - „ვახტანგ ბერიტაშვილი, ხელები უკან“, უცებ, მე მეგონა მამაც დამიჭირეს, რადგან ჩემს შვილს მამაჩემის სახელი ჰქვია და მივვარდი ფანჯარას. რომ დავინახე ჩემი შვილი, საშინელება ჩავიდინე, მოვტეხე ფანჯარას რითაც აღებენ, მრგვალი რკინა, ყველაფერს დავუშინე, იმიტომ, რომ იქ რომ შვილს დაინახავ, რას გააკეთებ, კაცმა არ იცის. ჩემი შვილი ციხეში ჩასვეს, იარაღი ჩაუდეს. რომ დაემძიმებინათ მუხლი, გაზის იარაღი ჩაუდეს, გაუხვრიტეს თვითონ, გადაუკეთეს“ - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.