8-04-2025
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა, ლერი ბერიტაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ დენით წამების ეპიზოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, „კვარაცხელიამ დენით იმდენი მაწამა, რომ გულის უკანა კედელი გამისკდა“.
„როგორც წნევის აპარატია, მკლავზე, ან შეიძლება ფეხზე გაგიკეთონ, არ აქვს მნიშვნელობა. თუ მკლავი ჩაგილურჯდება, მერე ფეხზე, რომ მაინც ვითომ ერიდებოდნენ ჩალურჯებებს, მაგრამ მე ადგილი არ მქონდა, სადაც სიშავე არ მქონდა. ორი ცალი შნური აქვს, დგას აპარატი, აწევენ, ჩაწევენ და დენი გირტყამს. შეიძლება ერთი ჩართვა იყო 15-20 წამი. ჩართვა გამორთვა, ოთხჯერ-ხუთჯერ გაუკეთებია, მაგალითად რომ გატყობს ითიშები, თიშავს. ეს იყო ჩემი დენით წამება,“ - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.