გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლერი ბერიტაშვილი: გლდანში რაც დაგვმართეს, იმას ციხე არ ერქვა - თუ ღამით რეჟიმის უფროსი, ოლეგ ფაცაცია გამოვიდოდა, უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ

8-04-2025

გლდანში რაც დაგვმართეს, იმას ციხე არ ერქვა. ვერასდროს ვერ დავარქმევ გლდანის იმ შენობას ციხეს, ვერც სასაკლაოს ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ სასაკლაო ვიცი მე საქონელს რომ კლავენ. იქ რა ხდებოდა და რა გავიარეთ ფიზიკურად ვერ მოვყვები, შეუძლებელია ამის მოყოლა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა, იმჟამინდელი „ქართული პარტიის” წევრმა, ლერი ბერიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად ე.წ.ზილების რევოლუციის საქმე განიხილება.


ბერიტაშვილის თქმით, თუ ღამით გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია გამოვიდოდა და უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ ციხიდან.


„თუ ღამით რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია გამოვიდოდა და უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, პირველ კორპუსზე ვიყავი მე აყვანილი, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ. ამასობაში გავიდა რაღაც პერიოდი, ეტაპობრივად გაყვანა, ცემები. მე არ გამაჩერეს კარანტინში, როცა შემაგდეს სადღაც ორ საათში მცემენ იმის გულისთვის, რომ მე რა მინდოდა კარანტინში, თითქოს მე გავაღე და შევედი. მოგვიანებით გავიგე რატომაც არ უნდა ვყოფილიყავი კარანტინში, ერთი ადამიანის კამერაში შემაგდეს. ჩემზე უთქვამთ: „ ეგ აქ არ უნდა მოკვდეს“, - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.