გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბესიკ ბერიტაშვილი: შემოდის ოლეგ ფაცაცია და მაგინებს დედას, მოგეხსენებათ ქართველი კაცის ფსიქოლოგია და სიამაყე - მეორედ შემაგინა და დავარტყი, 12-მა კაცმა მცემეს, მერე გადამეკიდა

8-04-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, პოლიტიკური პარტია „ქართული პარტიის“ მძღოლმა ბესიკ ბერიტაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, იმჟამინდელი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად.


„გლდანის ციხეში რომ შემიყვანეს, მე სახეზე არ ვიცნობდი ფაცაციას, რეჟიმის უფროსი იყო ოლეგ ფაცაცია და დასამალი არ მაქვს არაფერი, თან მარტო ვიყავი, „აძინოჩკას“ რომ ეძახიან, კაცი შვილი არ დამხვედრია იქ პატიმარი ვინმეს რომ გავსაუბრებოდი, რომ ვინ ვინ არის. შემოდის ვიღაც, კარები იღება, კარგად მოგეხსენებათ ქართველი კაცის ფსიქოლოგია და სიამაყე და მაგინებს დედას. ვიძახი ვინ არის, რატომ მაგინებს. მეთქი რატომ მაგინებ ძმაო დავიმსახურე? მეორედ შემაგინა და დავარტყი.


შეიძლება არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დავარტყი ოლეგ ფაცაციას. დარტყმა მასე არ უნდაო და 12-მა კაცმა კარგი დრო გამატარებინეს, მცემეს. მერე გადამეკიდა, 2-3 დღეში ერთხელ გამოძახება, ბოდიში და აბანოს ეძახიან გაყვანა, „ის ძველი ბიჭი გამოიყვანეთ“. მეთქი ბიჭო რა შუაშია ძველი ბიჭი - შემაგინე, მოგხვდა ხომ? რა მოხდა? ბავშვობაში არ მოგხვედრია? ერთხელ ვეუბნები და მომხვედრია, მაგრამ შენნაირი კაცისგან არაო. ჩაიდო გულში. ერთხელ ისეთ დონეზეც მივედი აღარ მინდოდა რა, ამომივიდა ყელში ეს ყოველდღიური ცემა, ყოველდღიური შეურაცხყოფა. ერთი სიტყვით არაადამიანურად იქცეოდნენ იქ რა. ასე ექცეოდნენ ყველას“, - განაცხადა ბესიკ ბერიტაშვილმა.