გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი: „მოდულში“ დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე მაწამებდნენ - ხერხემალზე ორჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული, ელენთა დამიზიანეს ცემით და ამოღებული მაქვს, ღვიძლზე ციხიდან გამომყვა B ჰეპატიტი

8-04-2025

„მოდულში“ დილის 7 საათიდან მიყვანილს, ღამის 12 საათამდე მაწამებდნენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულ პარტიასთან“ კავშირს ედავებოდნენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ელექტროშოკის გარდა, წამების ერთ-ერთი ხერხი წყლის ბოთლებით ცემა იყო. როგორც ჯანჯალაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგია, რომ მას ორი ოპერაცია დასჭირდა ხერხემალზე და ელენთაც ამოუღეს, ასევე, ციხეში ყოფნისას, ღვიძლზე B ჰეპატიტი დაემართა.


„ჩემი ძმის მეგობარმა მიცნო [მოდულში] და რომ იტყვიან, „მომიტაცა“ და იმან ჩამიყვანა დაბლა, რომ კიდევ აღარ ვეცემე. იქ მუშაობდა და ნამდვილად არ მახსოვს არც სახელი, არც გვარი იმ პიროვნების. მიცნო და გამომარიდა, ხან ერთ ოთახში გამიყვანდნენ, ხან მეორეში. [ელექტროშოკის გარდა] პლასტმასის წყლის ბოთლებით მცემდნენ. დაზიანება მაქვს ხერხემალზე, ორჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული, ღვიძლზე ციხიდან გამომყვა B ჰეპატიტი და მადლობა ისევ თქვენს ხელისუფლებას, რომ ამ ბე ჰეპატიტის პროგრამა შემოვიდა და მაგაში ჩამსვეს. მაგასთან ერთად, ელენთა დამიზიანეს ცემით და ელენთა მაქვს ამოღებული“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა, რომელმაც კომისიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოქრუაშვილს მხოლოდ „ტელევიზორიდან იცნობს.“