გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან ტერაშვილი პატიმრების ცემის ვიდეოგადაღებაზე: ახალაია, სააკაშვილი და მთელი ეგ ხროვა ავალებდა [გადაღებას] , რომ ენახათ, მართლა ხდებოდა თუ არა ის, რასაც ავალებდნენ

8-04-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, „ქართული პარტიის“ ყოფილმა წევრმა ლევან ტერაშვილმა ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე განიხილება.


როგორც მან აღნიშნა, პატიმრების ცემის ვიდეოგადაღება ახალაიას, სააკაშვილის და სხვების დავალებით ხდებოდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი დავალება ნამდვილად შესრულებული იყო.


„ახალაიაც, მიშა სააკაშვილიც და მთელი ეგ ხროვა ავალებდა, რომ ენახათ ეს ყველაფერი, მართლა ხდებოდა ის თუ არა, რასაც ეგენი ავალებდნენ, რომ ეცემათ პატიმრები, დაეშინებინათ და გაენადგურებინათ ქართველი ერი და შიში დაენერგათ. ამის ფაქტები [უნდოდათ], მოყოლაზე ვის დაუჯერებდნენ. ბედუკაძეს დაუჯერებდნენ? არ დაუჯერებდნენ. თვითონაც იღებდა ეგ კაცი მონაწილეობას იმ სიბინძურეში, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი“, - განაცხადა ლევან ტერაშვილმა.