9-04-2025
„დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას. დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია - თვითონ 9 აპრილის სულისთვის“, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან არ მისულა კამერებისთვის ან სიტყვით გამოსასვლელად, მაგრამ ადგილზე დახვდა მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც მხოლოდ არეულობა და დაპირისპირება აინტერესებთ, ასევე, მემორიალის სიძულვილის სცენად ქცევას ცდილობენ.
„დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას.
დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია - თვითონ 9 აპრილის სულისთვის.
ეს არ იყო პროტესტი - ეს იყო მავნებლობა, სიძულვილის გამოფრქვევა იმ ადგილას, სადაც სიჩუმე, მადლიერება და ერთობა უნდა სუფევდეს.
მე არ მივსულვარ არც კამერებისთვის და არც სიტყვით გამოსასვლელად - მივედი, როგორც ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ გმირების ხსოვნას სიტყვები კი არა, გულწრფელობა ეკუთვნის.
მაგრამ მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც მხოლოდ არეულობა და დაპირისპირება აინტერესებთ, ცდილობდნენ შთაგონების ადგილად ქცეული მემორიალი სიძულვილის სცენად ექციათ.
ეს იყო სირცხვილი არა ჩემთვის, არამედ იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც 9 აპრილი დგას“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე.