გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: საბჭოთა "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები

9-04-2025

36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებები ცარიელი სპეკულაციებია.


"რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს იმიტომ, რომ ზუსტად
ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე". მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებულუ ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.