გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: „ენჯეოები", გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი, ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულში და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც

9-04-2025

„ენჯეოები", გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი, ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულში და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით.


„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ „ენჯეოების" გამჭვირვალობისთვის და კონკრეტული ძალები იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ, მიზეზი იყო მარტივი - რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას და ამას ყველა ხედავდა. ჩვენ სწორედ იმისათვის მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით. ჯერ მოვისმინეთ ჩვენ აშშ-ის ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. პირდაპირ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის NED-ის თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას სხვა სახელმწიფოში, ეს არის პირდაპირი აღიარება. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია.


ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებითა და სიძულვილს დათესვით დაკავებული, ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები", პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე, რათა ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება, ეს არის უსაფრთხოების თემა. „ენჯეოები", გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი, ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულში და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.