გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ გორდულაძე „გრანტების შესახებ“ კანონზე: სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია

9-04-2025

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან ისაუბრა „გრანტების შესახებ“ კანონის გარშემო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.


გორდულაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია და იგი მოხმარდება ქართველ ხალხს და არა რევოლუციის მოწყობას.


„ძალიან კარგი ქართული ანდაზა არსებობს, "ქურდს ქუდი ეწვისო", ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ორგანიზაციებს სთხოვს და ავალდებულებს, რომ გრანტებს თუ მიიღებენ, მთავრობისგან აიღოს თანხმობა და მაშინვე გამოჩნდნენ ეს ადამიანები და მაშინვე თქვეს, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მიიღებენ გრანტებსო და შეგვიძლია დავუდასტუროთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გრანტები ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება მიღებული.


ამ ადამიანებს სწორად აქვთ წუხილი, იციან რომ მთელი მათი დაარსების მომენტიდან, მთელი მათი საქმიანობა არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოშალონ, მათ შორის ქალბატონი ლორა თორტონის განცხადებების შესაბამისად იმოქმედონ, ჩამოშალონ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა, გააუარესონ სოციალური მდგომარეობა, რათა სწორედ ამით არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებაში „კოლექტირუი ნაცმოძრაობა“ მოიყვანონ, სხვა გზა ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ. მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუცია.


ამ ყველაფერში იხარჯებოდა და ხარჯავდნენ ეს ორგანიზაციები თანხებს და ახლა რა თქმა უნდა, სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველ ხალხს მოხმარდება და არა რევოლუციის მოწყობას,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.