გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ბათიაშვილი: ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა

16-11-2018

საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დროს იმ სამსახურს, სადაც გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა, პირდაპირ უშიშროების კომიტეტი კურირებდა.


ეს განცხადება ირაკლი ბათიაშვილმა ბათუმში, ადგილობრივ საზოგადოებასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.


„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რა ნაბიჯიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადადგა, ეს პირდაპირ ჩვენი ხალხის დაცინვა და ერის შეურაცხყოფაა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ანუ ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობაზე წამოაყენა ადამიანი, რომელიც ისე გაიზარდა, ისე ჩამოყალიბდა და ისე შევიდა ხანში, რომ საერთოდ საქართველო არც გახსენებია.


ვაშაძე ემსახურებოდა საბჭოთა კავშირს და მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს განყოფილებებში მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, როდესაც გვქონდა დიდი ბრძოლები და შეტაკებები, როდესაც 9 აპრილი გვქონდა, მაშინ ის სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო. ბოლოს კი ის მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განყოფილებაში, რომელსაც ერქვა კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება.


მე მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, ეს განყოფილება თუ რომელი სამსახურის კურაციის ქვეშ იქნებოდა მოქცეული თავიდან ბოლომდე.


კოსმოსის და ბირთვული უსაფრთხოების განყოფილება საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეტა სამინისტროში, ოდითგან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტროლის და კურატორობის სფერო იყო.


შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მივიღეთ დამოუკიდებლობა, როდესაც მთელი რიგი უბედურებები დაგვატყდა - მივიღეთ აფხაზეთის ომი, გვქონდა სამაჩაბლოს ომი, მაშინ ხომ მაინც შეეძლო ეთქვა, რომ ჩამოვალ საქართველოშიო... თუმცა მან საბჭოთა მოქალაქეობის შემდეგ არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და საქართველოსკენ არც კი გამოუხედია, დაკავებული იყო თავისი ბიზნესით და კეთილდღეობით.


ახლა კი „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი2“-ს უნდა წარმოაჩინოს ისე საქმე, რომ ეს პიროვნება თითქოსდა ღვაწლმოსილი პატრიოტია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლშევიკური ოკუპაციის ანექსიის შედეგად ემიგრირებული ოჯახის შვილია, თურმე მოღალატეა. აი სადამდე მიდის ცინიზმი და დემაგოგია“-განაცხადა ბათიაშვილმა.