გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამისთვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას

9-04-2025

ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.


„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი - 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ რომ წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას", - განაცხადა პრემიერმა.