გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული

9-04-2025

ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით, საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა პრაქტიკულად თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი - ოპოზიცია მოეყვანათ ხელისუფლებაში.


„არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვიდრე კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს, აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუქცევადად განვითარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მომავალში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.