გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ბათიაშვილი: ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ქვეყნის ბედი წყდება და ერთადერთი სწორი არჩევანი გააკეთოს

16-11-2018

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი საზოგადოებას, მათ შორის „ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს“ მიმართავს და მოუწოდებს მათ, რომ მოვლენათა დრამატული განვითარება არ დაუშვან.


ეს განცხადება ირაკლი ბათიაშვილმა ბათუმში, ადგილობრივ საზოგადოებასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.


„ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ძალიან დიდი კონსოლიდაცია და აქტიურობა გვმართებს, ყველა უნდა დავირაზმოთ.


ვიცი, ბევრია გულგატეხილი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა, ბევრია გულგაციებული, ბევრია განაწყენებული, მაგრამ ახლა ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ქვეყნის ბედი წყდება და გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

ეს არჩევანი კი ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს.


ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, საქართველოს მომავალი გაიმარჯვებს“-განაცხადა ბათიაშვილმა საზოგადოებასთან შეხვედრისას.