გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ციცინო შავაძე როინ შავაძის მკვლელობაზე: მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, „კუდ-ის“ თანამშრომლები ამას ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ ბრძანება არ ექნებოდათ?!

10-04-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ მისი მეუღლის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება.


ამასთან, ციცინო შავაძე პასუხობს ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან უდანაშაულო ხალხი დააჭერინა. მისი თქმით, მას არც ერთი მკვლელის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ვინაიდან არავის იცნობდა.


„მე არც ერთი მკვლელის სახელი და გვარი არ ვიცოდი. მე საიდან უნდა მეთქვა. მადანაშაულებენ, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი. ყველამ აღიარა, რომ ადგილზე იყვნენ, განახორციელეს დაჭერა, გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილვარ. მე არავის სახელი და გვარი არ დამისახელებია, არავის ვიცნობდი.


კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაჩერებას არ ვაპირებ. ერთადერთი თხოვნა მაქვს, ვიღაცამ ხომ დაუკვეთა ეს?! დაიჭირეს მკვლელები, ყველამ აღიარა, რომ ადგილზე იყვნენ, ე.ი. ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს ვის მოუვიდა თავში ეს, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, რომ გაეკეთებინათ ეს „კუდ-ის“ თანამშრომლებს.


„კუდ-ის“ თანამშრომლები ამას ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ ბრძანება არ ექნებოდათ?! ისიც გავიგე, რომ როდესაც ამ ბიჭების აყვანა მოხდა, მეორე დღეს საქართველო დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს, არ ვიცი. თხოვნა მაქვს, დასჯილ იქნენ დამკვეთები, მეტი არაფერი“- განაცხადა ციცინო შავაძემ.