გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თეიმურაზ გორჯესტანი: ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, დედაჩემის გვერდით ვიყო

16-11-2018


საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, აქ არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური არჩევნები, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას. საქართველო გაიმარჯვებს“-ნათქვამია მიმართვაში.