გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

11-04-2025

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს.  სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე  აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


„სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით,  ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო  გადატანილია  ზესტაფონის  საქმიან ეზოში”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.