გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შიდა ქართლში 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

11-04-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


შიდა ქართლში, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სოფლების ვარიანისა და შინდისის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი იწმინდება.


ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.


აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფლების ვარიანისა და შინდისის მოსახლეობა ისარგებლებს.


სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დასრულდება.