გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტროპილელაფსის ტკიპის საფრთხე - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სემინარი მეფუტკრეთათვის

11-04-2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე იმ რისკებზე იმსჯელეს, რომლებიც საფუტკრეებში ტროპილელაფსის ტკიპის (Tropilaelaps spp.) გავრცელების პოტენციურ საფრთხეს უკავშირდება. აღნიშნული მავნე აგენტი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქციული უნარით, აზიანებს ფუტკრის ლარვებსა და ჭუპრებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციების განვითარებას.


ღონისძიებას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ირაკლი ჯანაშია, რომელმაც  ტრენინგის მონაწილეებს უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია გააცნო ტკიპის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე ცენტრის სპეციალისტებისთვის.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ტროპილელაფსის ბიოლოგიური თავისებურებები და გავრცელების პოტენციალი საქართველოში;
დაავადების დიფერენცირება ვარროასთან (Varroa destructor) შედარებით და რეკომენდებული კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები.


მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ცენტრი აქტიურად ახორციელებს ფუტკრის დედების გამოყვანას, ინარჩუნებს ადგილობრივ მეფუტკრეობის ტრადიციულ ფორმებს და ხელს უწყობს გენეტიკურად მდგრადი პოპულაციების შენარჩუნებას. მსგავსი სემინარები რეგიონულ დონეზე
მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებაში.