გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში „რამშტაინის“ ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

11-04-2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


„შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.


სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.


„რამშტაინის“ ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.