გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

11-04-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო.


ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. რეჰეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დიპლომატიის როლზე ისაუბრა. გახსნითი სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.


საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ დღეს მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით "პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში". ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.


ირაკლი კობახიძე ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.