შაბათი, ივნისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11-04-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.


შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი
განვითარების მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.


მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.


საუბარი ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს.