11-04-2025
„ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ", სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ" და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ", - წერს ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა, სინამდვილეში, რა ედო გულში, ყველაფერი კარგად გამოჩნდა და უტიფრობამ, უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.
„..ამ ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე, პოლიტიკაში, თუ ქსოვაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.. ეხლაც მშვენივრად ჩანს.. ოღონდ ეგ არის რომ უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.. ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ", სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ-რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ" და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“, - წერს ზაზა პაპუაშვილი.