გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლედი აფრასიძე: ომეხი აფრასიძე ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა, დახვრიტეს. ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი

11-04-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, შმაგი აფრასიძის შვილმა, ლედი აფრასიძემ ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, ომეხი აფრასიძე ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა დახვრიტეს.


„ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი იყო ომეხი აფრასიძე. რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არამარტო სვანეთში და მიზანი რომ ყოფილიყო დამნაშავის დაკავება, დამნაშავესაც ხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები, ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს. დახვრიტეს ისე, რომ ჯერ დანით მიაყენეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაყენეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ.


მისივე თქმით, ომეხის დახვრეტა მას შემდეგ მოხდა, რაც სროლა შეწყვეტილი იყო და ფაქტს ჰყავს თვითმხილველები.


„როდესაც ომეხი გამოიყვანეს სახლიდან, ვგულისხმობ სახლს, რომელსაც ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი ძმა გიორგი უკვე მეზობლის ეზოში ჰყავდა გადაყვანილი ბიძაჩემს და გიორგიმ დაინახა და კიდევ სხვა მეზობლებმა როგორ ჩამოიყვანეს ხელბორკილ დადებული ომეხი გზის მეორე მხარეს მეზობლის ეზოსთან. რაც შეეხება ამ დახვრეტის ფაქტს, ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე ეს სპეცოპერაცია დასრულებული იყო, სროლა შეწყვეტილი იყო და შესაბამისად მეზობლებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახლებიდან გამოეხედათ და თვალი ედევნებინათ იქ რაც ხდებოდა იმისთვის. არიან მოწმეები მეზობლები, მათ შორის ჩემი სხვა ოჯახის წევრებიც, მაგალითად გოჩა აფრასიძე, რომლებმაც დაინახეს როგორ დახვრიტეს ხელბორკილ დადებული ომეხი“, - აღნიშნა ლედი აფრასიძემ.