გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები პედაგოგებისთვის სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიმართა

17-11-2018

ნატოს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 23-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ პედაგოგებისთვის გაიმართა.


ორდღიან სემინარს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 პედაგოგი დაესწრო.


სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.


სემინარის ფარგლებში პედაგოგები შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს. პედაგოგები გაეცნენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისთვის, მიმდინარე პროცესებს, საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საინფორმაციო ომის თავისებურებებს, მითებსა და რეალობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, გაიგეს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ სწორი და არასწორი ინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში.


საგარეო საქმეთ ასამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ნოზაძემ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჰიბრიდული ომისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდის პრობლემებზე, გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო.


პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-მდე პედაგოგი გადამზადდა.