გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა და კანაფი ამოიღო

12-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს.


დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.