გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჯაბა სამუშიამ ევრაზიის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EURAS) მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

12-04-2025

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტამბოლში, ევრაზიის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EURAS) მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრაზე EURAS-ის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა 2024 წლის საქმიანობა შეაჯამეს და 2025 წლისთვის დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას და მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქტივობების განხილვას. სტამბოლის შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი - 2026 წლის EURAS აკადემიის თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარების თაობაზე.  აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს თსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ ქსელში პოზიციონირებისთვის.


EURAS-ი ყოველწლიურად მართავს საგანმანათლებლო სამიტს, რომელზეც წევრ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი  გამოცდილება, განიხილონ გლობალური გამოწვევები უმაღლესი განათლების სისტემაში და შეიმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტილებები.