გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

14-04-2025

15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.