გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

15-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 6 პირი დააკავეს.


ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან: სომხეთის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული გ.ჰ., უკრაინის მოქალაქე 1986 წელს დაბადებული ტ.კ., წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული თ.ა., 2004 წელს დაბადებული კ.კ., 1996 წელს დაბადებული ა.ტ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული გ.ა.


დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.


იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს.