გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ალექსანდრე წულაძემ მანდატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

15-04-2025

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საიუბილეო თარიღთან  დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მანდატურის თანამშრომლებს უმასპინძლა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.

 

„გილოცავთ დღევანდელ მნიშვნელოვან თარიღს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეს!

 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მანდატურის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისათვის. სწორედ საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ მანდატურის სამსახური დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება სასკოლო გარემოში არსებულ გამოწვევებს და ემსახურება უმნიშვნელოვანეს მისიას – უზრუნველყოს ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

 

სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები იღებენ არა მხოლოდ განათლებას, არამედ ავითარებენ უნარებს, აყალიბებენ სოციალურ ურთიერთობებს და ქმნიან საკუთარ მომავალს. სწორედ ამიტომ, მანდატურის სამსახური განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, არამედ მათ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე და სკოლაში ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფაზე.

 

განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გარდა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. უნდა დავნერგოთ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურებები, გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. ამ პროცესებში კი ჩვენს მანდატურებს, სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს მართლაც გამორჩეული როლი აკისრიათ,“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სალომე სანაძემ.

 

მანდატურის სამსახურის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მოადგილეებმა – თამარ მახარაშვილმა, ბაია კვიციანმა, ანა მღებრიშვილმა და თამარ ღვამიჩავამ.