გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო

16-04-2025

დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.  


პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში  მოქმედ საწარმოებში.


ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ  რეაგირებას მოახდენს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.   


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა.