გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამაზ მოლაშვილი: პირველი ბრალდება იყო, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო, თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი, ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი

16-04-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს, მისმა მამამ თამაზ მოლაშვილმა ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, სულხან მოლაშვილს ედავებოდნენ თანამშრომლებისთვის 37201 ლარის პრემიების გაცემას, საიდანაც პირადად მას არაფერი აუღია.


„პირველი ბრალდება, როდესაც დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი ეწერა დასკვნაში, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო.


თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი. ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი. იმ საზოგადოებამ რომ გაიგო, თურმე, ამის გულისთვის წაუყენეს ბრალი სულხანისო, სუყველამ მოვიტანთ იმ თანხასო, ოღონდ სულხანი გამოუშვითო“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.