გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი კახეთში ფერმერებს შეხვდა

17-11-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში  ფერმერებს შეხვდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში  ფერმერებს შეხვდა. „ჩვენ ვქმნით  ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სადაც  კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, აგრარულ დარგში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  


• კახეთის რეგიონში, აგრარული დარგის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისთვის, 2012 წლიდან დღემდე, 15 ათასზე მეტი, ათეულობით მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა, მათ შორის, ყველაზე მეტი მესაქონლეობის, მეცხვარეობის, მევენახეობის დარგებზე.დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კახეთის რეგიონში გახსნილია 62 ახალი და გაფართოებულია  373 საწარმო.• მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის გატარებული სისტემური ღონისძიებების პოზიტიური შედეგები დღეს უკვე სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია 30 ახალი და გაფართოებული ღვინის 63 ძველი საწარმო, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია.  2018 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წინასწარი პროგნოზით, წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდება.2012 წლიდან დღემდე,  მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 912  მლნ ლარს მიაღწია, აქედან, 300 მლნ 2018 წლის შემოსავლების ოდენობაა.  


• პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 245 პროექტი ხორციელდება,  ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერაა. პროგრამის ფარგლებში, 2, 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე  გაშენებულია და შენდება კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, თხილისა და ხურმის ბაღები.
• 2014 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროდაზღვევის  სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის  შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების წილი 70%-ს (50% ვაზის შემთხვევაში) შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 6,230 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულია 45,828,450 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.


• რეგიონში ლაბორატორიულ მომსახურებას რვავე მუნიციპალიტეტს  გურჯაანში არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ლაბორატორია უწევს. გურჯაანის ლაბორატორიაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, განახლებულია ინფრასტრუქტურა, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დანერგილია სურსათისა და წყლის კვლევები,  ასევე, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ბრუცელოზის დიაგნოსტიკა.სახელმწიფო პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ხელშეწყობა“ ფარგლებში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში,  12 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ მონაწილე კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ, რომ სარგებელი, ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.  


• 2015-2016 წლებში ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, 30,6 ჰა ფართობზე აკაციის პლანტაციები გაშენდა. 


• სახელმწიფოს მიერ გატარებული სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 54 პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14, 372 ჰეტქარია, წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესებულია 1, 333 ჰექტარზე, მიწების დაშრობა განხორციელდა 5 724 ჰექტარზე.კახეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.