გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გერმანიის მომავალ კანცლერს ერთ-ერთმა შვეიცარიელმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ერის მოღალატე უწოდა, რის გამოც ფრიდრიხ მერცმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

16-04-2025

ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ფრიდრიხ მერცს სოციალურ ქსელში ერის მოღალატე უწოდა, გერმანიის მომავალმა კანცლერმა კი მას ამის გამო უჩივლა. ინფორმაციას Reitschuster-ი ავრცელებს.


„შვეიცარიელმა გაიხუმრა - მერცი კი ჩივის“ - Reitschuster-ი სტატიას ასეთი სათაურით ავრცელებს.


„შვეიცარიელი მერცს „ერის მოღალატეს“ უწოდებს. მერცი მას უჩივის. სიტყვის თავისუფლება? მაშინ, როდესაც ეს არ ვნებს. Reitschuster-ი ჰყვება: ეს პირველი შემთხვევა არ არის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავტორიტარიზმში“, - ნათქვამია სტატიაში.


შვეიცარიელ მამაკაცს შეურაცხყოფისთვის ჯარიმა დააკისრეს.


„ფრიდრიხ მერცი ეს არის ადამიანი, რომელიც კანცლერის პოსტის დაკავებისთვის სერიოზულად ემზადება და სასამართლო სისტემას ისეთი განცხადების გამო იყენებს, რომელზეც სხვა სერიოზული პოლიტიკოსი უბრალოდ მხრებს აიჩეჩავდა“, - აღნიშნულია სტატიაში.


სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევა 2023 წელს მოხდა, როდესაც მერცს სოციალურ ქსელ X-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალბატონმა მას ნაცისტი უწოდა. ნახევარი წლის შემდეგ პოლიცია მის სახლში მივიდა და ჩხრეკა ჩაატარა. კიდევ ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა მერცს „ბინძური ლოთი“ უწოდა. მის სახლშიც ანალოგიურად პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მას ტელეფონი და კომპიუტერი ჩამოართვეს“, - ნათქვამია სტატიაში.