პარასკევი, მაისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეხება 61 ქვეყანას

17-04-2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ თანაბრად ეხება 61 ქვეყანას და ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა აქაც მოახერხეს სპეკულირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო მუდმივი შანტაჟი საბჭოთა მეთოდია.


„მუდმივი შანტაჟი არის სწორედ საბჭოთა მეთოდი. როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე ჰგონიათ ზუსტად. დღესაც ჩვენ ისინი გვიყურებენ, როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალ მოდიფიკაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს საბჭოური მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. რეალურად, არაფრით განსხვავდება დღვანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გავურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართებით", - განაცხადა პრემიერმა.