17-04-2025
ვინ დაიწყო ომი, ამას გამოძიება საერთოდ არ სჭირდება, ამას პასუხი გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და შესაბამის დასკვნას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ",იგივე აქვს დადასტურებული მათ პრეზიდენტს, ყოფილს, სალომე ზურაბიშვილს და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა თავადვე დაადასტურა, რომ თვითონ დაიწყეს ომი.
„როგორც ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ საქართველომ მოკლა ან სანდრო გირგვლიანი, ან ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, სისხლიანმა რეჟიმმა. ზუსტად ასევე, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ბევრი სხვა. ეს იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, აგენტურა. აგენტურა როცა იწყებს ომს, თან გაყალბებით მოსული ხელისუფლებაში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორ გაყალბდა სამარცხვინოდ, მარტო სტატისტიკაც საკმარისია ამის დასადასტურებლად. არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმი როდესაც იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა, აგენტურამ დაიწყო ომი დავალებით, დაკვეთით ამ ქვეყანაში. ვინ დაიწყო, ეს საერთოდ გამოსაძიებელი არ არის, ხელი მოაწერა იმ ხალხმა, ვინც დაიწყო", - განაცხადა პრემიერმა.