გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე

17-04-2025

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს Deep State-მა ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები.


„წარმოვიდგინოთ, ხვალ რომ მოხდეს ასეთი რაღაც, ლეგიტიმური უფლება ამის ხელისუფლებას აქვს, ზოგადად ვამბობ. თუ სამართლებრივ მხარეზეა საუბარი, შენი ტერიტორიაა და ა.შ. თან მაშინ სხვა სიტუაცია იყო იმიტომ, რომ სამშვიდობო ძალები იდგა საქართველოს თანხმობით ცხინვალში. როცა არტილერიამ დაიწყო შტურმი, შეტევა ცხინვალზე, მაშინ იქ იდგა სამშვიდობო ძალები და ჩვენ ხელი გვქონდა მოწერილი შესაბამის შეთანხმებაზე, რაც გვიკრძალავდა კონკრეტული ოპერაციის დაწყებას და ჩატარებას. წარმოიდგინეთ თეორიული სცენარი, რომ ჩვენ გავგიჟდით და გავაკეთეთ ის, რასაც ითხოვდნენ ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, რომ მიუშვირეთ არტილერია ცხინვალს ან სოხუმს, წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული ვარიანტი, სხვათა შორის იმის გაგრძელებაა, რაც იკითხეთ თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით. მე PR-ს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს Deep State-მა ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, მაგრამ აქ საუბარი რაზეა, არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ იმას, რომ აგენტურამ, ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც 2 დღეში წააგეს. 7-ში ღამე დაიწყო არტილერიით შეტევა, გახსოვთ თქვენ 8 აგვისტო, ყველა არქივი წაშლილია, „იმედი", „რუსთავი 2", საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინდელი ყველა არქივი, უწყვეტი არქივი არ არსებობს. რატომ, რა ჰქონდათ დასამალი, მათ ხელში იყო ყველა ტელევიზია. უწყვეტი არქივი არსად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ სხვა დღეები, უწყვეტი არქივი აბსოლუტურად ყველა დღის, რაც შეეხება 7-8 აგვისტოს, პირველ რიგში, უწყვეტი არქივი არის ყველგან წაშლილი. რატომ დამალეს, იმიტომ, რომ 7-ში გამოგვიცხადეს დიდის ამბით, რომ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას აპირებდნენ და 8-ში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ გვიტევენ და თავს ვიცავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უცბად შემოვიდა უცხო ჯარი, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და შენ ამ დროს განცხადებებს აკეთებ, რომ მე ეს სოფელი ავიღე, მე ის სოფელი ავიღე, როკის გვირაბისკენ მივდივარ. ამას აკეთებ? შენ ხომ ამბობ, რომ მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავ. აქ საუბარი რაზე იყო, 7-ში გამოგვიცხადეს კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და 8-ში მთელი დღე, სანამ მერე გამოვიდოდა მედვედევი და დააანონსებდა ოპერაციის დაწყებას, მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს სოფელი ავიღეთ, ის სოფელი ავიღეთ,ცხინვალში შევედით, როკის გვირაბისკენ მივდივართ. ეს ხომ ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამ ღალატს მოჰყვა ძალიან დიდი მსხვერპლი", - განაცხადა პრემიერმა.