გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით 2 კვირაა, რაც ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა

17-04-2025

დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი" განაცხადა.


მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი.


„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, 2 კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.